მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილუმინაციების დემონტაჟის გამო, კოსტავას ქუჩაზე გადაადგილება შეიზღუდება

63ccdc76612fb
BM.GE
22.01.23 12:03
814
საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის დროს, კოსტავას ქუჩაზე გადაადგილება შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან გმირთა მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 23 იანვრის 00:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

შეზღუდვის პერიოდში რუსთაველის გამზირიდან მიმავალი საავტომობილო ნაკადისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით, ხოლო ნ. ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით, მძღოლები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. ასევე, რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.

ამასთან, 24 იანვრის 00:00-დან 06:00 საათამდე, წერეთლის გამზირზე ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ შეფერხებით, თუმცა, არსებული სქემის შესაბამისად.