მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ილუზიის შექმნა ახალგაზრდებისთვის რომ ისინი ღებულობენ განათლებას დანაშაულია"

5a3b7f96eb469
BM.GE
21.12.17 13:31
1650
2018 წელს ავტორიზაციის და აკრედიტაციის განახლებული სისტემა დაინერგება. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხშირად არის შემთხვევები, როდესაც უნივერსიტეტში 4 წლიანი სწავლების შემდეგ, სახელმწიფო უმუშევარ ახალგაზრდებს იღებს, რაც დანაშაულია.

"სამწუხაროდ გავქვს შემთხვევები, როდესაც 4 წელს ფუჭად ატარებენ ახალგაზრდები უმაღლეს სასწავლებელში. ილუზიის შექმნა მომავალი თაობისთვის რომ ისინი ღებულობენ განათლებას, ამ ახალგაზრდებისთვის სახლემწიფო დახმარების გაწევა და შედეგად ის რომ ისინი გახდნენ უმუშევრები და მივიღოთ უკმაყოფილო მოქალაქე, არის დანაშაული, რომელსაც ჩვენ ჩავდივართ მომავალი თაობის წინაშე.

იმედი მაქვს რომ თვისობრივ ძვრებს მივაღწევთ განათლების სისტემაში. საშუალო განათლება უმნიშვნელოვანესია და მასში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და სწავლების ხარისხის თვსობრივი გაუმჯობესებაა საჭირო", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები