აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილხამ ალიევის დავალებით, ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად ქართველ მეხანძრეებს აზერბაიჯანული ვერტმფრენები დაეხმარებიან,- ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია აქვეყნებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ დაზუსტებული ინფორმაცია მეზობელი ქვეყნის დახმარების შესახებ ჯერ არ აქვთ.
როგორც "საქმის კურსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა, არსებობს შიდა კერები, სადაც ცეცხლი ჩამქვრალი არ არის.
ხანძარი ბორჯომში, სოფელ დაბასთან გუშინ გაჩნდა. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე 200-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ხანძრის ლოკალიზებისთვის გუშინ ვერტმფრენიც გამოიყენეს.

























