მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმ [ამბროლაურის] აეროპორტს ნიკო ლეკიშვილის სახელი მოუხდებოდა" - გიორგი კვირიკაშვილი

ნიკო ლეკიშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რაჭის, ამბროლაურის აეროპორტისთვის ნიკო ლეკიშვილის სახელის მინიჭების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

გიორგი კვირიკაშვილი ამბროლაურის აეროპორტის დაარსების ისტორიას იხსენებს. ამგვარად ეხმიანება ის ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალებას.

"პოზიტიური და ოდნავ გაკვირვებული "კაცო!" და მერე პატარა დაფიქრებული პაუზა - ასეთი საუბრის წამოწყება იცოდა. სულ რაჭაზე ან თბილისზე მესაუბრებოდა ხოლმე, პირადი საკითხით არასოდეს მოუმართავს. 2016 წლის ერთ დღესაც მოვიდა მთავრობის ადმინისტრაციაში, ჩემს ოფისში. იმ დღის საუბარი ამბროლაურზე დაიწყო: "კაცო, ამბროლაურში ძველ დროს იყო ძალიან საჭირო აეროპორტი, სამწუხაროდ ყველამ მიივიწყა ეგ ამბავი..." ხოდა შევკრიბე გუნდი იმ საღამოსვე, სასწაულად ვიმუშავეთ ყველამ - რამდენიმე თვეში ნულიდან დავაპროექტეთ, ავაშენეთ და 2017 წლის ძველით ახალ წელს საზეიმოდ გავხსენით ამბროლაურის ულამაზესი აეროპორტი. საოცრად ემოციური დღე იყო. მეცხრე ცაზე ვიყავით ყველა და განსაკუთრებით იდეის ავტორი ჩვენი ბატონი ნიკო.

ეს უპირველესად რაჭველების და რა თქმა უნდა, დღევანდელი ხელისუფლების პრეროგატივაა, მაგრამ მოკრძალებულად ვიტყვი: იმ აეროპორტს ნიკო ლეკიშვილის სახელი მოუხდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები