მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იმ ფაზაში ვიმყოფებით, რომელიც მესამე ტალღის დასაწყისია“ - ჯანდაცვის მინისტრი

605dc4552375b
ვიქტორია მღებრიშვილი
26.03.21 15:22
768
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღა დასაწყისშია. ამის შესახებ მან ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრმა ბიზნესსა და მოსახლეობას რეგულაციებისა და წესების დაცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ამ პროცესში მნიშვნელოვანია.

„იმ ფაზაში ვიმყოფებით, რომელიც გარკვეულწილად მესამე ტალღის დასაწყისია. აქ მნიშვნელოვანია გატარდეს ერთობლივი ღონისძიებები - ვაქცინაციის თანმიმდევრული ჩატარება და მოქალაქეების მოტივირება, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვანია.

პარალელურ რეჟიმში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთი წელია გარკვეულ შეზღუდვებში ვიმყოფებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, დავიცვათ სოციალური დისტანცია და ვატაროთ პირბადე. ყველა ის რეგულაცია, რომელიც შრომითი უსაფრთხოების სააგენტოდან არის მოწოდებული, ბიზნესის მხრიდან აუცილებლად უნდა იყოს დაცული, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილი იყოს როგორც უსაფრთხო მომსახურება, ასევე უსაფრთხო სამუშაო გარემო“, - განაცხადა მინისტრმა.