მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"იმ წესებით, რომლებიც მივიღეთ, ე.წ. შავ სიაში არასამართლიანად აღმოჩენა გამოირიცხა"

5c1b50ea2a61d
BM.GE
20.12.18 12:13
696
საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებული ცვლილებები გამორიცხავს, რომ "საქართველოს მოქალაქე, ოდესმე, ასე არასამართლიანად აღმოჩნდეს ეგრეთ წოდებულ "შავ სიაში".

ბახტაძის თქმით, ჭარბვალიანობის პრობლემის წარმოქმნის მთავარი მიზეზი წინა ხელისუფლების დროს არსებული ეკონომიკური პოლიტიკა იყო. 

"სიღარიბის მთავარი წყარო, სამწუხაროდ, გახდა ის ეკონომიკური მოდელი, რა მოდელითაც ქვეყანა ცდილობდა განვითარებინა საკუთარი კონკურენტუნარიანობა და ის ხშირ შემთხვევაში, არ აღმოჩნდა წარმატებული, იმიტომ რომ მასში მრავლად იყო არასამართლიანი თამაშის წესები. პირველი რისი ცვლილებაც დავიწყეთ, დიახ, ჩვენ გვჭირდება ახალი ეკონომიკური მოდელი, რომელიც ორიენტირებული იქნება ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც შეეხება თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, თითოეულ ქართულ ოჯახს. სიღარიბის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევ წყაროდ იქცა 2007 წელს მიღებული უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რომლითაც დაიწყო ჭარბვალიანობა ქვეყანაში.

ეს იყო მთავარი პრობლემა, რომელსაც ჩვენ შევეჩეხეთ. იმ წესებით, რომლებიც ჩვენ დავნერგეთ, მომავალში გამოირიცხა, რომ საქართველოს მოქალაქე, როდესმე ასე არასამართლიანად აღმოჩნდეს ეგრეთ წოდებულ შავ სიაში. მაგრამ რა გვექნა წარსულისთვის? თითქმის 600,000 ადამიანი იყო შავ სიაში, ეს ნიშნავს რომ ჩვენი სამუშაო ძალის თითქმის 1/3 აღმოჩნდა ნორმალური ცივილიზებული სოციალური თუ ეკონომიკური ცხოვრების მიღმა, ეს არის სრულიად წარმოუდგენელი, ვერცერთი ეკონომიკური რეფორმა ვერ გადაფარავდა ამ უდიდეს გამოწვევას. იცით, რომ ამ ნაწილში ჩვენ მივიღეთ ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება და დავიწყეთ მართლაც უპრეცედენტო პროექტი. ეს არის ერთჯერადი სოლიდარობის აქტი, რომლის მიხედვითაც 2019 წლის პირველ იანვარს, 600,000 მოქალაქე ახალ წელს შევხდება ვალის გარეშე. მე კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი "ფონდ ქართუს", მათ გარეშე გაგვიჭირდებოდა ამ პროექტის რეალიზაცია,"- განაცხადა მთავრობის საქმიანობის 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას ბახტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები