მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Imagine Dragons-ის ბილეთების ფასი 100-1000 ლარამდე მერყეობს

645c8e50057a8
ვიქტორია მღებრიშვილი
11.05.23 11:49
6586
Imagine Dragons-ის ბილეთების გაყიდვა დღეს 16:00 საათიდან დაიწყება. ინფორმაცია Black Sea Arena-ს facebook-გვერდზე ვრცელდება. მათივე ინფორმაციით, Imagine Dragons-ის კონცერტზე ბილეთის ფასი 100 ლარიდან იწყება და სექტორების მიხედვით 1000 ლარამდე იზრდება. 

კონცერტზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა 100 ლარად, 150 ლარად, ასევე 200 ლარად, 250 ლარად, 300 ლარად, 400 ლარად, 430 ლარად და 1000 ლარად შეეძლებათ.



აღსანიშნია, რომ ბილეთების გაყიდვა დღეს 12 საათიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა დრო შეიცვალა. 

„გვიხარია, რომ Starring Georgia-ს მთავარი პარტნიორები თიბისი და ვიზა გახდნენ. ამ პარტნიორობის ფარგლებში თიბისის ვიზა ბარათებით გადახდისას განსაზღვრული კატეგორიის ბილეთებზე ფასდაკლება იმოქმედებს.

ბილეთების შეძენას 11 მაისის 16:00 საათიდან TKT.ge-ზე შეძლებთ, Star Ring-ის ბილეთების განსაზღვრული რაოდენობა შეგიძლიათ შეიძინოთ BSA.ge-ზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

31 აგვისტოს Starring Georgia-ს ფარგლებში საქართველოს თანამედროვეობის ერთ-ერთი წარმატებული ბენდი Imagine Dragons კონცერტს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე გამართავს. კონცერტი 31 აგვისტოს, 21:00 საათზე დაიწყება, კარი კი 17:00 საათიდან გაიღება.

„მილიონობით გაყიდული ალბომების და მასშტაბური საკონცერტო ტურნეების დამსახურებით ლას ვეგასში დაფუძნებული ბენდი თავისი მუსიკალური ისტორიის წერას დღესაც წარმატებით განაგრძობს. ალბომ Mercury-ის ტურნე, რომლის ფარგლებშიც ბენდი საქართველოში გამართავს კონცერტს ყველა იმ ჰიტს აერთიანებს, რომლის დამსახურებითაც Imagine Dragons ნამდვილი სუპერსტარების ჯგუფი გახდა, ყველა თავისი მახასიათებლით“, - აღნიშნულია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: გასული წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ მთავრობა 2023 წლის ზაფხულში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანას განიხილავდა. 28 ნოემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მომდევნო ორ წელიწადში სტადიონებსა და „ბლექ სი არენაზე“ მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტების გასამართად მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს გამოყოფდა. Starring Georgia 2 წლიანი კამპანიაა, რომლის ფარგლებში საქართველო და შეკვეთილი მსოფლიოში ცნობით მუსიკოსებს უმასპინძლებს. დღეისთვის უკვე ცნობილია თუ ვისი კონცერტები გაიმართება აგვისტოში. ესენი არიან: The Killers, Nile Rodgers & Chic, FKJ, Damian Lazarus, All Day I Dream, Imagine Dragons.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები