"იმას, რომ საქმე "დაეკიდოს" და თვეობით არ მიიღონ გადაწყვეტილება, მირჩევნია, ივანიშვილი ჩაერთოს პროცესებში"
„იმას, რომ საქმე „დაეკიდოს“ და თვეობით არ მიიღინ გადაწყვეტილება, მირჩევნია ბიძინა ჩაერთოს პროცესებში“, - ამის შესახებ bm.ge-თან ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი მმართველი პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის, სასამართლოს გვერდის ავლით, ბიზნესდავებში მონაწილეობის თემაზე კომენტირებისას აცხადებს.
ლაშა პაპაშვილი ვერ ხედავს პრობლემას, როცა მმართველი პარტიის ლიდერი ან პრემიერ-მინისტრი ბიზნესდავებში მონაწილეობენ.
„დიდ პრობლემას ვერ ვხედავ თუ ბიძინა ივანიშვილი ჩაერია ან სწორად მიუთითა ან რამე თქვა. ამაში „ვაი უშველებელს“ ვერ ვხედავ, მაგრამ სჯობს, რომ ჩამოყალიბდნენ და განმტკიცდნენ ჩვენი ეკონომიკური ბლოკის სამინისტროები, მათ შორის ეროვნული ბანკი, რომ მიიღონ ასეთი გადაწყვეტილებები. იმას, რომ საქმე „დაეკიდოს“ და თვეობით არ მიიღონ გადაწყვეტილება, მე ეგ მირჩევნია. უცხოელ ინვესტორებს კარგად ესმით, რომ განვითარებადი ქვეყანა ვართ. უხეშად თუ ერევი და არასამართლიან გადაწყვეტილებას იღებ, რა თქმა უნდა, ეს დააფრთხობს მათ, მაგრამ აი ის, რომ ჩაერია და დაიქცა ქვეყანა, ასე არ არის“, - აცხადებს ლაშა პაპაშვილი.
საფონდო ბირჟები