„საწვავის ფასის შემცირებაზე საუბარი ამ ეტაპზე ვერ იქნება, იმდენად არაორდინალური ვითარებაა, თუმცა ფასები სტაბილური იქნება,“ - ამის შესახებ ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა გადაცემა "საქმის კურსში" განაცხადა.
„ზოგადად, როდესაც ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში არასტაბილურია და ბოლო პერიოდში ვაკვირდებით, რომ მისი ვარდნა საკმაოდ მასშტაბურია, რა თქმა უნდა, ეს არა მხოლოდ ჩვენი ინდუსტრიისთვის, არამედ ზოგადად ბიზნესისთვის საკმაოდ ნეგატიური შედეგის მომტანია.
საუბარი იმაზე, რომ კომპანიები ზარალზე გადიან და შესაბამისად, ამის გამო ისინი არიან ძალიან დიდი პრობლემების წინაშე, მინდა გითხრათ, რომ საკითხი ბოლომდე ასე არ დგას, თუმცა ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მომტანი; კომპანიები კურსის ცვლილების სხვაობის გამო მნიშვნელოვან ზარალს იღებენ", - განმარტა მთვრალაშვილმა.

























