საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ჩვენი ქვეყანა წელს ITB ბერლინის მასპინძელი ქვეყანაა. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და წარმომადგენლობითი ფორუმია ტურიზმის სექტორში, რომელსაც 180-ზე მეტი ქვეყნიდან 200 ათასამდე ვიზიტორი ესწრება. გამოფენაში წელს ტურიზმის და სტუმარმასპინძლობის სექტორიდან 80-ზე მეტი ქართული კომპანია მონაწილეობს. როგორ მიმდინარეობს გამოფენა და რა მოლოდინი აქვს ქართულ ტურისტულ სექტორს?
სტუმარი: ქეთი დოჭვირი - Wonderland-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი;