მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"იმდენად მნიშვნელოვანია მოგების გადასახადის გაუქმება ამ ქვეყნისთვის, რომ ვფიქრობ ცოტა ჩვენც უნდა გავიჭირვოთ"

58ae953e4ed27
BM.GE
23.02.17 11:52
3180
"იმდენად მნიშვნელოვანია მოგების გადასახადის გაუქმება ამ ქვეყნისთვის, რომ ვფიქრობ ცოტა ჩვენც უნდა გავიჭირვოთ", - ასე უპასუხა ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა ავანსის დღგ-ით დაბეგვრის თემაზე დასმულ კითხვას. მისი განცხადებით, "ავანსების დაბეგვრა ცუდია“, თუმცა ინვესტორების მოსაზიდად მოგების გადასახადის რეფორმა მნიშვნელოვანია.

"ყველაფერზე უარს ვერ იტყვის სახელმწიფო, მილიარდამდე თანხას კარგავს მოგების გადასახადის გაუქმებით და ეს სხვა მექანიზმებით უნდა დაბალანსდეს. ადმინისტრირება რა თქმა უნდა გართულდება, ბუღალტრებს მეტი მუშაობა მოუწევთ", - ამბობს პაპაშვილი. რაც შეეხება საკითხს, შეიძლებოდა თუ არა ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მხოლოდ სამშენებლო სექტორზე გავრცელებულიყო, პაპაშვილი ამბობს, რომ „სამშენებლო სეტქორი ისეთი მსხვილი არაა, რომ ყველა გადაეფარა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები