ქართული ლუდის გაყიდვები გაიზარდა - მთავარი სტიმულატორი კი ევრო 2024-ის საფეხბურთო ჩემპიონატი იყო. ლუდის საპროგნოზო გაყიდვები სპორტულ მოვლენასთან მიმართებით გამართლდა- ამბობენ "ეფეს საქართველოში".
კომპანიის კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ამბობს, რომ განსაკუთრებული მოთხოვნა ნატახტარის ბრენდის ლუდზე იყო, რომლის მიმართ ინტერესმა მოთხოვნის შესაბამისი მიწოდების უზრუნველყოფის დაწევა გაართულა.
“გაყიდვების ტრენდი დადებითია, ფეხბურთმა სტიმულირება მისცა ბაზარს, მოხმარებას, თუმცა ეს ყველაფერი წინასწარ გვქონდა დაგეგმილი, როცა მომავალი წლის გეგმებზე ვსაუბრობთ ხოლმე. ფეხბურთი ერთ-ერთი ისეთი ღონისძიებაა, ლუდის გაყიდვებში, რომელსაც აუცილებლად ვითვალისწინებთ. სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებისთვის ჩვენ ყოველ წელს ვემზადებით.
მეტსაც გეტყვით, ევრო 2024-ისთვის ბრენდირებული ჩამოსხმა გავაკეთეთ “ქომაგების მეგობარი” ნატახტარი. მოთხოვნა მაღალი იყო ჩვენს მიერ წარმოებულ როგორც ლიცენზირებულ ბრენდებზე როგორიც არის "სტაროპრამენი" და "ლოვენბრაუ". განსაკუთრებული მოთხოვნა კი იყო ნატახტარზე, იმიტომ რომ ეს ლუდი იყო ქომაგების მეგობარი. იმდენად სწრაფად იყიდებოდა ვერც ვეწეოდით წარმოებას,”- ამბობს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.