მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმედი გვაქვს, 10-წლიანი საგა დასრულდება და "ფოსტის შესახებ" კანონს მივიღებთ" - DHL

DHL

ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, სექტორს აქვს იმედი, რომ 10-წლიანი საგა დასრულდება და ქვეყანას „ფოსტის შესახებ“ ახალი კანონი ექნება - ამის შესახებ BMG-თან DGL-ის დირექტორმა ზურაბ საპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კანონის მიღებით შესრულდება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ბიზნესი თავს თავისუფლად იგრძნობს.

" მინისტრის მხრიდან ჩვენმა შენიშვნებმა პოზიტიური შეფასება მიიღო. შენიშვნები კი, როგორც ყოველთვის უტრიალებდა უნივერსალური ფოსტის დეფინიციის გარშემო და გადასახადებთან მიმართებაში, მაგრამ შეხვედრამ საკმაოდ პოზიტიურად ჩაიარა და იმედი გვაქვს, რომ ეს 10 წლიანი საგა დასრულდება მივიღებთ "ფოსტის შესახებ" კანონს და შევასრულებთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას და ბიზნესი თავს იგრძნობს საკმარისად თავისუფლად.

ევროპული პრაქტიკა შესაძლოა განსახიერებული იყოს, რადგან ევროკავშირი 3 წლის წინ შექმნილი ორგანიზაცია არ არის, ამიტომ რთულია საუბარი საუკეთესო პრაქტიკაზე. ქვეყნების მიხედვით განსხვავდება. ჩვენც ამ გზაზე მივდივართ და ის უნდა ავირჩიოთ რაც ყველაზე მისაღებია", - განაცხადა საპანაძემ bm.ge-სთან.

კითხვაზე, რა საფრთხეს ქმნის ბიზნესისთვის ჩანაწერი უნივერსალური მიმწოდებლის შესახებ, ზურაბ საპანაძე პასუხობს, რომ პრობლემა, მხოლოდ მკაფიო დეფიციის არარსებობაა.

"დეფინირება და მკაფიო დეფინირება სჭირდება ყველა საკითხს. დოკუმენტი შეიძლება იძლეოდეს ინტერპრეტირების საშუალებას და ჩვენ, ეს გვინდა რომ გამოვრიცხოთ. ცხადია, რომ კანონმდებლობა არის მისაღები, სწორ გზაზე დასაყენებელი და ბიზნესმა უნდა იმუშაოს როგორც ბიზნესმა და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელმა უნდა მიაწოდოს მომსახურება იმ დოზით და იმ ხარისხით, რაც განისაზღვრება. სწორედ ამ განსაზღვრებაზე იყო საუბარი", - განაცხადა DHL-ის დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები