მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმედი გვაქვს, ეს გადაწყვეტილება შეიცვლება" | პრემიერი რუსულ ემბარგოზე

ირაკლი კობახიძე

"ჩვენ ვერკვევით ამ [რუსული ემბარგოს] საკითხში და იმედია, ეს გადაწყვეტილება შეიცვლება" - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტების კითხვას - რა პრინციპით შეზღუდა რუსეთმა კონკრეტული კომპანიების პროდუქციის იმპორტი საქართველოდან.

საქმე ის არის, რომ რუსეთის მარეგულირებელმა ქართული სასმელების (ღვინის და არაალკოჰოლური სასმლის) ნაწილის იმპორტი და გაყიდვა დროებით აკრძალა. როგორც RBC შესაბამის დოკუმენტსა და წყაროზე დაყრდნობით წერს, გადაწყვეტილება როსპოტრებნადზორმა მიიღო - სახელმწიფო უწყებამ, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ ზედამხედველობაზეა პასუხისმგებელი.

საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც გააკეთა და განაცხადა, რომ რუსეთის ბაზარზე რამდენიმე კომპანიის პროდუქციის იმპორტის შეზღუდვის შესახებ ქართულ მხარეს რუსული მხრიდან ოფიციალური საფუძველი არ მოუსმენიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები