"საქართველო უფრო და უფრო ინტეგრირებული ხდება ევროკავშირის ბაზარზე“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა გადაცემაში „ბიზნესკონტრაქტი“ განაცხადა. მისი თქმით, იმ რეფორმების შედეგად, რომელიც საქართველოში ევროკავშირთან დაახლოების კუთხით ტარდება, ქართული ბიზნესი მეტად კონკურენტუნარიანი გახდება.
"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რეფორმების პროცესების შედეგად, ქართული ბიზნესი მთელს ევროპის ბაზარზე გახდება კონკურენტუნარიანი.
რეფორმები ისეთი მახასიათებლების მატარებელია, რომ როდესაც მათ ახორციელებ საჭიროა ინვესტირება და შედეგის მიღება ეტაპობრივად, მოგვიანებით ხდება. ჩვენი წვლილი მყისიერია და მოგვიანებით ვიღებთ სარგებელს. ეს გახლავთ დისკუსიის საკითხი ევროკავშირსა და ბიზნეს საზოგადოებას შორის. ნათლად უნდა მოვახდინოთ დემონსტრირება თუ რა სარგებელს მოიტანს ეს რეფორმები", - განაცხადა ელჩმა.

























