მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმედი გვაქვს, ტრანსპორტის სააგენტო არაერთგვაროვანი ინსპექტირების პრობლემას მოაგვარებს" - მესხიშვილი

დავით მესხიშვილი

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი იმედოვნებს, რომ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ტექინსპექტირებაში არაერთგვაროვანი მიდგომის პრობლემას მოაგვარებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთ ცენტრში დაფიქსირებული ხარვეზი, ხშირად სხვა შემფასებელი ორგანოსათვის „შეუმჩნეველი“ რჩება.

"მნიშვნელოვანია არაერთგვაროვანი ინსპექტირების პრობლემა. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთ ინსპექტირების ცენტრში შესაძლოა დახარვეზდეს ავტომობილი და მეორე ინსპექტირების ცენტრმა იგივე ავტომობილი გაატაროს როგორც უხარვეზო.

ეს პრობლემა უკვე დგას წლებია დგას და ამას ვიცნობთ ე.წ ლოიალური ინსპექტირების სახელით. იმედი გვაქვს, რომ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, რომელიც ცენტრების მონიტორინგს იწყებს, ამ პრობლემას გადაჭრის, რადგან რეფორმას საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს", - ამბობს მესხიშვილი.

ამას გარდა, ასოციაცია ინსპექტირების ცენტრების წინაშე არსებულ ერთ-ერთ გამოწვევად ფასს ასახელებს. კერძოდ, ანგარიშში ნათქვამია, რომ რეფორმის დაწყებიდან დღემდე არსებული ინსპექტირების საფასური (მსუბუქ ავტომობილზე 60 ლარი, ხოლო სატვირთოზე 100 ლარი) ვეღარ პასუხობს გამოწვევებს. საყოველთაო ინსპექტირების ვალდებულების შემოღებიდან შვიდი წელი გავიდა, შესაბამისად ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობები და ცენტრების ტექნიკური აღჭურვა უმეტეს შემთხვევაში განახლებას საჭიროებს, რაც ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები