მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედია, არჩევნები იქნება გარდამტეხი ქვეყნის განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისთვის - ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

მე იმედი მაქვს, რომ ეს არჩევნები იქნება გარდამტეხი ქვეყნის განვითარების, მშვიდობის და ევროინტეგრაციისთვის - ამის შესახებ BMG -სთან აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, გლობალურად მიმდინარე პროცესების ფონზე მნიშვნელოვანია არჩევნები დემოკრატიულად და საერთაშორისო პრინციპებთან შესაბამისად ჩატარდეს.

„გლობალურად მიმდინარე პროცესების ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნები, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. მნიშვნელოვანია, რომ გვყავს უპრეცედენტო რაოდენობით საერთაშორისო დამკვირვებლები. დიდი მნიშვნელობა ექნება მათ შეფასებას რამდენად არის ეს არჩევნები თანხვედრაშია საერთაშორისო პრინციპებთან. იმედი მაქვს, რომ ეს არჩევნები იქნება გარდამტეხი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის, მშვიდობისთვის, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის და იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა მიიღოს ყველა ის სიკეთე, რომელიც დაკავშირებულია ინტეგრაციის პროცესთან“, - ამბობს დავით ზალკალიანი.

დღეს BMG-სთან ზალკალიანმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ძველ ნიშნულთან დაბრუნდება და მეტიც, გაუმჯობესდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები