მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედია, მედიკოსები მოქალაქეობრივ ვალს გააცნობიერებენ და აიცრებიან - ეზუგბაია

60939b7fa74eb
ინგა მურუსიძე
06.05.21 12:45
951
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს მოუწოდებს, გააცნობიერონ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი და აიცრან.

"ჩემი კლინიკის მონაცემებით გეტყვით, რომ ექიმებში და ზოგადად სამედიცინო პერსონალში ავადობის მაჩვენებელი იყო მაღალი. ძალიან ბევრი სამედიცინო პერსონალი იყო ინფიცირებული და მათთან არ არის გასული 4-თვიანი სავალდებულო პერიოდი. იმედი მაქვს, რომ სამედიცინო პირები, კლინიკაში მომუშავე ნებისმიერი ადამიანი გააცნობიერებს მოქალაქეობრივ ვალს და 4-თვიანი პერიოდის გავლის შემდეგ ჩაიტარებენ ვაქცინაციას. იმედი მაქვს, კიდევ ერთხელ მისცემენ მაგალითს მოქალაქეებს, რომ აუცილებელია, ვაქცინაციის ჩატარება", - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, პირად მაგალითებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და როცა ხდება საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების ვაქცინაცია, ეს ვაქცინაციის პროცესზე დადებითად მუშაობს.

რაც შეეხება თავად ვაქცინაციას, რომელიც სხვა საავადმყოფოებთან ერთად, ინფექციურშიც მიმდინარეობს, ეზუგბაიას თქმით, პროცესი აქტიურად მიდის.

"ვაქცინაციის პროცესი თავიდან აქტიური არ იყო, თუმცა ეს ჩვენს ცენტრთან მიმართებით არ შეინიშნებოდა, რადგან პირველივე დღიდან კეთდება "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია და მინდა გითხრათ, რომ ამ ვაქცინით 4500-მდე მოქალაქე ავცერით. ჩვენს ცენტრთან "ასტრაზენეკაზე" მომართვა საკმაოდ მაღალია", - განაცხადა ეზუგბაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები