მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იმედია, ხელისუფლება გაითვალისწინებს საზოგადოების დიდი ნაწილის ნებას“ - "სუხიშვილები"

640790547bdf9
ვიქტორია მღებრიშვილი
07.03.23 23:26
1382
„სუხიშვილების“ ქორეოგრაფიული ანსამბლი თბილისში, პარლამეტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც გმობს ყველანაირ ძალადობას და იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება საზოგადოების დიდი ნაწილის ნებას გაითვალისწინებს.

“სუხიშვილების” ანსამბლი უკვე ერთი თვეა საგასტროლო მოგზაურობაში ვიმყოფებით ევროპაში.

მაშინ როცა ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ქართულ ცეკვას და კულტურას ოვაციებით ხვდებიან, როცა სიამაყით ვაცხადებთ, რომ საქართველოდან ვართ, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები სულ უფრო მეტად გვაშორებს დიდ ევროპულ ოჯახს!

ევროპული მომავალი ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია! ეს არჩევანი საქართველოს კონსტიტუციით არის გამყარებული!

შეწუხებული ვართ თუ როგორ პასუხობს მთავრობა საზოგადოების მშვიდობიან პროტესტს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას!

და ბოლოს, ჩვენ, “სუხიშვილები” - საქართველოს სახელმწიფო ანსამბლი, იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს საზოგადოების დიდი ნაწილის ნებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. საქართველო ეკუთვნის ევროპას და ეს არის ჩვენი ერთადერთი და სწორი არჩევანი“, - ნათქვამია ანსამბლ „სუხიშვილების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები