მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

''IMEP Project'' სამტრედიის ‘’UEFA-ს’’ მე-3 კატეგორიის სტადიონის სრული საინჟინრო სისტემების პროექტირებას უზრუნველყოფს

IMEP Project
16.03.26 17:37
2587

ქალაქ სამტრედიაში არსებული ამორტიზებული სტადიონის ადგილზე უეფას III კატეგორიის შესაბამისი თანამედროვე საფეხბურთო სტადიონი აშენდება, რომლის სრული საინჟინრო სისტემების საპროექტო სამუშაოებს ,,იმპოსტი მეპ’’-ის შვილობილი კომპანია ‘’Imep Project’’ შეასრულებს.

‘’Imep Project’’-ის გუნდის მიერ პროექტის მომზადება განხორციელდება ‘’UEFA’’-ს რეგულაციების სრული დაცვით, 3D მოდელირებით, Revit-ის ფორმატში.

პროექტი ‘’Imep Project’’-ისა და არქიტექტურულ კომპანია ,,გურგენიძე არქიტექტურა’’-ს თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.

ახალი სტადიონი 6 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და სრულად დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. პროექტი მოიცავს ფეხბურთელების გასახდელებსა და საშხაპეებს, მსაჯების ოთახებს, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის სივრცეებს, დოპინგკონტროლის ოთახს, ასევე მედიაცენტრისა და საკონფერენციო დარბაზის მოწყობას.

სტადიონზე ასევე ინტეგრირებული იქნება თანამედროვე უსაფრთხოების, აუდიოვიზუალური და საინჟინრო სისტემები. ტერიტორიაზე განთავსდება ავტოსადგომები და კომერციული დანიშნულების სივრცეებიც.

პროექტი თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის ყველა ძირითად კომპონენტს აერთიანებს. ტერიტორიის ჯამური ფართობი 35, 693.00 კვ.მ-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები