მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმერეთის 20 სოფელი ვაქცინაციის კამპანიაში ჩაერთო - ჯანდაცვის სამინისტრო

61fe589d8ff63
ვიქტორია მღებრიშვილი
05.02.22 15:14
402
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის 20 სოფელი ვაქცინაციის კამპანიაში ჩაერთო.

უწყების ცნობით, იმუნიზაციის პოპულარიზაციისა და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით, საქართველოს მასშტაბით ვაქცინაციის კამპანია გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები და ადგილზე ვაქცინაცია იმერეთის 20-მდე სოფელში მიმდინარეობს. პროცესს რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული და ზესტაფონის მერი ადგილზე გაეცნენ.

ვაქცინაციის კამპანია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება.

კამპანია სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის ადგილზე ვაქცინაციას ისახავს მიზნად. აღსანიშნია, რომ ამ ასაკის მოსახლეობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფულადი წახალისების პროგრამა მიმდინარეობს, რომელიც პირველ აცრაზე 200 ლარის, ხოლო დამატებითი, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარიანი დანამატის მიღებას გულისხმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები