იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვეგო ტაბატაძე მზადაა, საკუთარი გამოცდილება იმერეთს მოახმაროს. ამის შესახებ ტაბატაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და სხვა გუბერნატორების მსგავსად პრემიერ-მინისტრს წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა.
„20 წელზე მეტია შეიარაღებულ ძალებში ვმსახურობ საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. ვფიქრობ, ბევრი გამოცდილება დამიგროვდა და შევეცდები, რომ ეს გამოცდილება იმერეთს მოვახმარო. რეგიონი ჩემთვის უცხო არაა. იმერეთიდან ვარ და გარკვეული პერიოდი იქ მომიწია მუშაობა. პირველი, რასაც გავაკეთებ ეს იქნება კომუნიკაცია მუნიციპალიტეტებთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და რაც მთავარია, მოსახლეობასთან. გავეცნობი ყველა პრობლემატურ საკითხს და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. გავუკეთებთ ამ ყველაფერს ანალიზს, გავწერთ პრიორიტეტებს და შევუდგებით აღსრულებას“, - განაცახდა ტაბატაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე - რატომ გადაწყვიტა, თავდაცვიდან პოლიტიკაში წასვლა, შავლეგო ტაბატაძემ თქვა, რომ მთავარია, ქვეყანას ემსახუროს.
„ვფიქრობ, მნიშვნელობა არ აქვს შეიარაღებულ ძალებში ვიქნებით თუ სამოქალაქო სექტორში. მთავარია, ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას. მთელს ჩემს გამოცდილებას გამოვიყენებ იმისთვის, რომ ეს წაადგეს იმერეთს და ვფიქრობ, ამას მივაღწევ“, - აღნიშნა მან.
რაც შეხება საკადრო ცვლილებებს, შავლეგო ტაბატაძემ დღეს ამაზე საუბრისგან თავი შეიკავა.

























