იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ bm.ge-თან გუბერნატორის პოსტის დატოვების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. მისი თქმით, ის თავდაცვის სამინისტროში ბრუნდება, თუმცა რა პოზიციაზე ტაბატაძე ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს.
კითხვაზე რატომ დატოვა მან გუბერნატორის პოსტი, ასე პასუხობს: "ასე იყო საჭირო და საქმიანობას გავაგრძელებ თავდაცვაში“.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის საუბარი, რომ შესაძლოა შავლეგო ტაბატაძემ თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია შეცვალოს, თუმცა ჰქონდა თუ არა მას ამის შეთავაზება, ტაბატაძემ კონკრეტული პასუხი არ გაგვცა და გვიპასუხა: „ვერ გეტყვით“.
შავლეგო ტაბატაძის მიერ იმერეთის გუბერნატორის თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემაც დაადასტურა.
შავლეგო ტაბატაძე გუბერნატორის პოსტს გასული წლის აგვისტოდან იკავებდა.

























