იმერეთის რეგიონს 12 ახალი ავტობუსები გადაეცა, რომელიც 5 მუნიციპალიტეტში გადანაწილდა - ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
რეგიონისთვის ახალი ავტობუსების შეძენა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განხორციელდა.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
"ახალი, კომფორტული, EURO 5-ი სტანდარტის ავტობუსების შეძენით რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული შიდა სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარდება. პროგრამა, მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენასა და შემდგომ განვითარებას ემსახურება, რისთვისაც თანხები როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო. აღნიშნული პროექტი „ისუზუს“ ფირმის 154 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვას ითვალისწინებს, რომლებიც ქვეყნის 38 მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად გადანაწილდება", - იტყობინება იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია.