მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"იმერეთისა და დასავლეთის გლეხობას ჰგონია, რომ რუსეთის გარდა მათი ნაწარმი არავის უნდა"

5d3c27f4618e4
BM.GE
27.07.19 15:19
1026
კივის მწარმოებელი კომპანია “ნერგეტას” განვითარების დირექტორი კოტე ვეკუა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

“მონიშნეთ და დათაგეთ ყველა შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურა ან თანამდებობის პირი.

#ნულოვანიდამოკიდებულება რუსეთზე:

1. ეს 2 ყუთი არის სპეციალურად ახალ დაკრეფილი მწვანილის ავია გადაზიდვებისთვის შექმნილი. 2015 წელს გამოვაგზავნინე. კიდევ სხვა მოდელებიც მაქვს.
2. 2015 წელს სამეგრელოს მწვანილის კოოპერატივის თხოვნით შევხვდი ჰოლანდიაში და გერმანიაში მწვანილის იმპორტიორებს. მათ გამოთქვეს მზაობა, რომ მიეღოთ ყოველ დილით 2000კგ მწვანილი უახლოეს აეროპორტებში.

3. იმავე დღეებში შევხვდი ეკონომიკის სამინისტროში ინდუსტრიული განვითარების ჯგუფს რომელიც მუშაობდა "მწვანილის კლასტერის" პროექტზე. ეს გულისხმობდა ქუთაისის აეროპორტში კარგო ტერმინალის გახსნას და კომერციული ტვირთების მომსახურეობას.

გავიდა 4 წელი, 1460 დღე და დღესაც კი 2019 წელს შეუძლებელია ქუთაისის აეროპორტიდან ბერლინში, ეინდჰოვენში, დორტმუნდში და ლონდონში გავაგზავნოთ პროდუქტი და მივიღოთ შემოსავალი.

სამაგიეროდ, იმერეთის და დასავლეთის გლეხობას ჰგონია, რომ რუსეთის გარდა სხვა ბაზარზე მათი ნაწარმი არ უნდათ.

სამაგიეროდ, რუს ტურისტებს გამოუყავით 600 000 ევრო, რუს ტურისტებს.

სამაგიეროდ, გავრილოვი ჩამოიყვანეთ, გავრილოვი.

P.S. ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის პროექტი არის უსამართლო რადგან მხოლოდ იმ ერთ რეზერვაციაში ვისაც ექნება სათბური იმის მწვანილი გავა ექსპორტზე და როგორც თვითონ თქვეს "ერთი კომპანია მოაჯდება ამას"”,- წერს კოტე ვეკუა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები