მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იმერეთში 250 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადება იგეგმება

57dc0e732032c
BM.GE
17.09.16 10:14
1763
იმერეთში 250 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადება იგეგმება. შესაბამისი პროექტი კორპორაცია „ბიზნესისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრს“ აქვს, რომელსაც პარალელურად გონიოში 30 მილიონიანი პროექტის „შავი ზღვის მარგალიტი“ განხორციელება სურს.

კორპორაციის ვიცეპრეზიდენტი არჩილ დოლიძე „ბიზნესკონტრაქტთან“ აცხადებს, რომ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მიხედვითაც 250 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღეს.

არჩილ დოლიძის თქმით, უკვე მზად აქვთ 2 მასშტაბური პროექტი, რომელთა საერთო ღირებულება 150 მილიონი დოლარია, დანარჩენ 100 მილიონზე კი პროექტების დამუშავება მიმდინარეობს.

არჩილ დოლიძის თქმით, ერთ-ერთი პროექტი 4 საწარმოს მშენებლობას ითვალისწინებს, ესენია: რძის კომბინატი, ყველსახარში ქარხანა, ბავშვთა კვების ქარხანა და ნაყინის ქარხანა. მეორე პროექტი, სახელწოდებით „მწვანე პლანეტა“ ასევე აგროსამრეეწველო კომპლექსისა და აგროკოლეჯის შექმნას ითვალისწინებს.

დოლიძე ამბობს, რომ აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით ინვესტორების მხრიდან დაინტერესება უკვე არსებობს.
ინფორმაცია „ბიზნესკონტაქტს“ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაშიც დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც თუ ინვესტორი იმერეთში 250 მილიონი დოლარის ინვესტიციას შემოიტანს, გუბერნატორის აპარატის მხრიდან მისი კომპეტენციის ფარგლებში ყველანაირი ტიპის ხელშეწყობა იქნება, მათ შორის მთავრობასთან შუამდგომლობის მიმართულებითაც. გუბერნატორის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ დამატებითი ვალდებულება კორპორაციის წინაშე სახელმწიფოს არ აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები