მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იმერეთში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში ახალი სკოლების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

5c6295560f2c1
თელარა გელანტია
12.02.19 13:50
835
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კიდევ ოთხი სკოლის პროექტირება-მშენებლობაზე გამოაცხადა ტენდერი.

ამის შესახებ ინფორმაციას მგფ ავრცელებს.

„ტენდერი გამოცხადდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლების მშენებლობაზე.

მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 29 სკოლის მშენებლობას იწყებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

ახალი სკოლების მშენებლობის გარდა მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება აქვს დაგეგმილი.

საქართველოს მთავრობის დაფინანსებით რეაბილიტირდება ათეულობით სკოლა, მათ შორის, ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ ზარზმისა და მოხის საჯარო სკოლები. მუნიციპალური განვითარების ფონდს ამ ეტაპზე შვიდი სკოლის მშენებლობაზე აქვს ტენდერი გამოცხადებული“, - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები