იმერეთში მოყვანილი ლურჯი მოცვი სრულად ექსპორტზე გავა. კომპანია "აგრო +" მოცვის სრულ მოსავალს დაახლოებით 4 წელიწადში ელოდება, როდესაც 10 ჰა-ზე გაშენებული პლანტაციებიდან 100 ტონამდე პროდუქციას მიიღებენ.
როგორც შპს "აგრო+"-ის დირექტორი ალესაქსანდრე იოსებაშვილი "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, პროდუქციაზე დაინტერესება სხვადასხვა ქვეყნინდან უკვე არსებობს.
„შემოთავაზებები გვქონდა თურქეთიდან, რუსეთიდან და პოლონეთიდან. დაახლოებით 2 წელიწადში დავიწყებთ ფიქრს, რომელ ქვეყანაში გავიტანოთ პროდუქცია, გააჩნია სად იქნება საუკეთესო პირობები. ფაქტია, რომ ბაზარზე ამ პროდუქციაზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა“,- აცხადებს კომპანიის დირექტორი.
მისი თქმით, პლანტაციები სახელმწიფო პროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში გააშენეს და ამ დროისთვის პროექტში ჩადებული თანხა ნახევარი მილიონი ლარია, თუმცა "აგრო+"-ს გაფართოება კიდევ სურს.
როგორც ალექსანდრე იოსებაშვილი აცხადებს, მთავრობაზე აქვთ დაყენებული საკითხი 2 მიწის ნაკვეთის შესყიდვაზე.
"ეს აქამდეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ძალიან დიდი ბიუროკრატიული გზაა გასავლელი, ამიტომ გვიწევს ლოდინი",- აცხადებს კომპანიის დირექტორი.
მისივე თქმით, სამომავლოდ ადგილზე მოცვის გადამუშავებელი მცირე საწარმოც მოეწყობა.

























