მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იმერეთში ნავენახევის მღვიმე იხსნება

5ad9e914ea41f
ელენე გოგბერაშვილი
20.04.18 20:00
4938
თერჯოლის რაიონში ნავენახევის მღვიმე იხსნება, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე. მღვიმეში დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემა და მოეწყო ტურისტული ბილიკი.


მათი თქმით, ნავენახევის მღვიმე განსხვავებული და ლამაზი ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და 4 დარბაზიანი მღვიმეა, რომელიც 80-იან წლებში ვიზიტორებში პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა მოგვიანებით ინფრასტრუქტურის წყობიდან გამოსვლის გამო ტურისტებისთვის დაიკეტა.

ინფრასტრუქტურულ პროექტი საქართველოს ბიუჯეტიდან 980 000 ლარითაა დაფინანსებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები