მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმერეთში ყველის 2 არალეგალური საწარმო გამოავლინეს

იმერეთში ყველის 2 არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა
27.08.26 16:59
194

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიის, სოფ. მთისძირსა (ინდივიდუალური მეწარმე - ვ.კ.) და წყალტუბოს, სოფ. ფარცხანაყანებში (ინდივიდუალური მეწარმე - ტ.თ.) ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.

"სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი, შემდგომი რეალიზაციისთვის, ყველს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის და სავალდებულო აღიარების გარეშე აწარმოებდა. ამავდროულად, ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები (ტექნოლოგიური პროცესის დარღვევა) და მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის (ეტიკეტირების) დარღვევა.

კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და ბიზნესოპერატორებს კანონმდებლობით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს", - წერია სეს-ის პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები