GDB აგროს მეურნეობაში წარმოებულ პროდუქციას ექსკლუზიურ დისტრიბუციას კომპანია „იმერი“ გაუწევს. ეს ნიშნავს, რომ ლაგოდეხის აგრო მეურნეობაში მოყვანილი სალათის ფურცელი, ბროკოლი და სხვა პროდუქტები უკვე რითეილ სექტორშიც გამოჩნდება. კომპანია GDB აგრო არის GLOBAL GAP-ის საერთაშორისო სერტიფიკატის და ასევე HACCP-ის მფლობელი კომპანია, რაც წარმოადგენს დადასტურებას, რომ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და პროდუქციის ექსპორტი დასაშვებია ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში. რას გულისხმობს GDB აგროსა და „იმერის“ პარტნიორობა?
სტუმრები: ივა ჭყონია - GDB Agro-ს დამფუძნებელი;
ნიკა კიკნაძე - კომპანია "იმერის" დამფუძნებელი;