საქართველოში სულ უფრო მეტად მზარდია იმ ბიზნესების რაოდენობა, რომლებიც განახლებადი ენერგიის მოხმარებაზე გადადიან და ცდილობენ წარმოება ენერგოეფექტური გახადონ. სწორედ ასეთ კომპანიებს გრინ ენერჯი მზის პანელების დაპროექტებასა და მონტაჟს სთავაზობს. ამჯერად გრინ ენერჯის მომსახურებით ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მწარმოებელი კომპანია “იმერი” ისარგებლებს, რომელიც საწარმო ტერიტორიაზე 225 კილოვატ საათის სიმძლავრის მზის ელექტრო სადგურს მოაწყობს. იმერია გრინ ენერჯის დახმარებით სამ წელიწადში სრულად ენერგოდამოუკიდებელი გახდება, რითაც წარმოების ხარჯებს შეამცირებს.