მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IMF: ამ ეტაპზე საპარტნიორო ფონდთან დაკავშირებულ რისკებს ვერ ვხედავთ

59cb7ded1a52c
BM.GE
27.09.17 14:28
1144
"საქართველოს ფისკალური გამჭვირვალობის განვითარების კუთხით დადებითი შეფასება აქვს“, - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა ჟურნალისტებტან საუბრისას. სავალუტო ფონდმა დღეს საქართველოს ფისკალური გამჭვირვალობის განვითარების შესახებ კვლევის შედეგები წარადგინა. მისიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არის სფეროები, რომლებიც გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

"ფისკალური რისკების შეფასებისას ჩვენ ვაფასებთ ყველა საჯარო ინსტიტუტს, რომელიც საჯარო კანონთან არის ასოცირებული. ჩვენ ასევე ვაფასებთ სახელმწიფო საწარმოებს, და ყველა ორგანიზაციას, რომელსაც შეასძლოა საბიუჯეტო რისკი ჰქონდეს. ჯამში საქართველოს ფისკალური გამჭვირვალობის განვითარების კუთხით დადებითი შეფასება აქვს", - ამბობს მისიის ხელმძღვანელი. ფონდის ერთ-ერთი რეკომენდაცია კვლევაში ე.წ. PPP პროექტებს (სახელმწიფო კერძო პარტნიორობით განხორციელებული პროექტები) ეხება. მისიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მსგავსი პროექტებისთვის უნდა არსებობდეს გარკვეული კანონმდებლობა, რომელიც მთავრობას რისკს ააცილებს თავიდან.

"კერძო საჯარო პარტნიორობით განხორციელებული პროექტები არის ძალიან კარგი გზა რათა მოხდეს დაფინანსების მობილიზება საჯარო და კერძო ინვესტიციებისთვის. განსაკუთრებით მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. ჩვენი რეკომენდაციაა ახალი სამუშაო სახელმძღვანელოს შექმნა, იმისთვის რომ იყოს წესები, კანონი, რომელიც შეზღუდავს იმ რისკები რომელიც შესაძლოა მთავრობას დაუბრუნდეს უკან“, - ამბობს IMF მისიის ხელმძღვანელი.

"საქმის კურსის“ კითხვაზე რჩება თუ არა ფისკალურ რისკად საპარტნიორო ფონდი, მერსედეს ვერა მარტინი ამბობს, რომ დღეს მსგავს საფრთხეს და რისკს IMF ვერ ხედავს.

"საპარტნიორო ფონდს, როგორც საჯარო ინსტიტუტს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს მთავრობის ბიუჯეტზე, თუმცა ამ ეტაზე ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. ეს არის ინსტიტუტი, რომელიც დამოუკედებლად ფინანსდება საჯარო კომპანიებისგან. მაგრამ რადგან ის სახელმწიფო კომპანიაა, თუკი მას პრობლემა ექნება ისეთივე პრობლემა შესაძოა შეექმნას მთავრობას და ბიუჯეტს, - ამ ეტაპზე მსგავს რამეს ვერ ვხედავთ“, - განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები