მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF: დაგეგმილმა რეგულაციებმა, შესაძლოა, ეკონომიკური ზრდა დროებით შეამციროს

5bd7f713eb7a8
BM.GE
30.10.18 10:12
936
"მაშინ, როცა მოსალოდნელია, რომ ამ რეგულაციის გრძელვადიანი ეფექტი პოზიტიური იქნება, ის უნდა ჩამოყალიბდეს და  გაკონტროლდეს ყურადღებით, რათა მოსალოდნელზე მეტად არ შეანელოს დაკრედიტების ზრდა", - აღნიშნავს საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში საფინანსო სექტორსი დაგეგმილ რეგულაციებთან დაკავშირებით და მიანიშნებს, რომ ცვლილებებმა, შესაძლოა, ეკონომიკური ზრდა  შეამციროს.

“ეკონომიკაზე შესაძლო უარყოფითი გავლენის მქონე რისკები გაზრდილია. ეს ძირითადად უკავშირდება რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, . ამასთან, ფინანსური სფეროს ახალი რეგულაციების  გამო დაკრედიტების ზრდის მოსალოდნელზე მეტად შენელებამ, შესაძლოა, ეკონომიკის ზრდა დროებით შეამციროს. რისკების გათვალისწინებით
აუცილებელია გაცვლითი კურსის მოქნილობის გაგრძელება, გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება ბუფერების/რეზერვების ზრდის
მიმართულებით და ფინანსური სექტორის ჯანსაღი პოლიტიკის გატარება", - აღნიშნავს IMF. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები