შინამეურნეობების დაკრედიტების მაღალი ზრდის საპირწონედ საქართველოს ხელისუფლებამ რეგულაციები წარადგინა.
ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშშია ნათქვამი.
„სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100%-დან 50%-მდე შემცირდა, რათა შეიზღუდოს შინამეურნეობების "მტაცებლური" დაკრედიტება. ასევე, მაისში ამოქმედებული რეგულაციების შედეგად (მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე გაცემული სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს) სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი შემცირდა. თავის მხრივ, უცხოურ ვალუტაში იპოთეკური სესხები გაიზარდა, ხოლო საპროცენტო განაკვეთები შემცირდა. სექტემბერში დაკრედიტების წლიური ზრდა ზრდა 20% იყო; ასევე 2018 წლის მეორე კვარტალში 20%-ით გაიზარდა მიკრო-საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან დაკრედიტება“, - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, სსფ ე.წ. სესხების განულების სამთავრობო პროგრამასაც აფასებს.
„19 ნოემბერს "ქართ ფონდმა" შეისყიდა სესხები, რომლის ძირიც 2000 ლარს არ აღემატებოდა. პროგრამა, დაახლოებით, 600,000 ადამიანს შეეხო. ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ ამ პროგრამას ფინანსურ ინსტიტუტებზე უმნიშვნელო გავლენა ექნებოდა“, - წერია სავალუტო ფონდის ანგარიშში.

























