IMF-ის განცხადებით, განათლების რეფორმა ფისკალური მდგრადობის მიზანს უნდა შეესაბამებოდეს.
ამის შესახებ IMF-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, საიდანაც ირკვევა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი" საქართველოს პროგრამის მესამე მიმოხილვა ფორმალური მიმოხილვის გარეშე დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთვის, დაახლოებით, 41.6 მილიონი აშშ დოლარი ხელმისაწვდომი ხდება.
„საშუალოვადიანი ფისკალური გეგმები, მათ შორის დაგეგმილი განათლების რეფორმა, უნდა შეესაბამებოდეს ფისკალური მდგრადობის მიზანს და ახლდეს ინსტიტუციონალური ფისკალური რეფორმები“, - ნათქვამია პრესრელიზში.
IMF-ის შეფასებითვე, 2019 წლისთვის შეთანხმებული ბიუჯეტის დეფიციტი მართებულად უზრუნველყოფს ნეიტრალურ ფისკალურ პოზიციას, კაპიტალური და სოციალური ხარჯების მატების ფონზე.

























