საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე იპოთეკურ სესხებზე რეგულაციების შემსუბუქებასა და დეველოპერების შიდა განვადებების სქემებში გარკვეულ რისკებს ხედავს. როგორც IMF-ის მიერ მომზადებულ საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვის ანგარიშშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში დეველოპერების მიერ კვაზი-იპოთეკური სესხების გაცემა სწრაფად გაიზარდა. ფონდი მიიჩნევს, რომ უძრავი ქონების ბაზარზე პოტენციური რისკების შესამცირებლად ეროვნული ბანკის ზედამხედველობის არეალში უნდა მოექცეს დეველოპერების შიდა განვადებების პრაქტიკა. იმაზე, რომ ბოლო წლების განმავლობაში გაზრდილი შიდა განვადებების წილი გარკვეულ რისკებს შეიცავს, თავად დეველოპერების ნაწილიც საუბრობს. უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ რა რისკებზე მიუთითებს სავალუტო ფონდი და როგორია ბიზნესის შეფასებები?


































