მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"IMF-ის ახალ სამწლიან პროგრამაში ძირითადი წამყვანი ფაქტორი ფისკალური პოლიტიკა იქნება"

58b436fecd5da
BM.GE
27.02.17 18:25
1285
ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის მაია მელიქიძის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებები ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყებაზე მიმდინარეობს.

ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ მაია მელიქიძემ სსფ-ის მისასთღან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

"ფონდი განიხილავს სამწლიან ახალ პროგრამას, სადაც ძირითადი წამყვანი ფაქტორი იქნება ფისკალური პოლიტიკა. მათ ჰქონდათ შეხვედრები საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთანაც და შეიძლება ითქვას, რომ მონეტარული პოლიტიკის მენეჯმენტი საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. რაც შეეხება ფისკალურ პოლიტიკას, სავალუტო ფონდს ჰქონდა გარკვეული შეშფოთება აღნიშნულთან დაკავშირებით, რომ 2017 წლის დეფიციტს დაახლოებით, 6%-ის დონეზე ვარაუდობდნენ. ამასთან, როგორც ცნობილია, ფისკალური პოლიტიკა წინა წლების განმავლობაში ცოტა დაუბალანსებელი იყო - 2014 წელს იყო დიდი დისბალანსი, 2015 წელს ოდნავ მოვიდა მწყობრში, ხოლო 2017 წელს ვხედავთ სწორ, დაბალანსებულ ხარჯვას და ვფიქრობთ, იგივე ტრენდი იქნება შენარჩუნებული. ამის იმედს გამოთქვამს სავალუტო ფონდიც. ფისკალური პოლიტიკა იყო უფრო მეტად მათი განხილვის თემა", - განაცხადა მაია მელიქიძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რა თანხებს მოიცავს ახალი პროგრამა, მაია მელიქიძის ინფორმაციით, აღნიშნული ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

ამასთან, მაია მელიქიძის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ ინსტიტუციონალურ დონეზე მეტი სამუშაოა გასაწევი. ასევე, ფონდისთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკური ზრდის ტემპი იყოს უფრო ადეკვატური.

"ეკონომიკური ზრდა არის მათი გულისტკივილი, ისევევ როგორც ჩვენი ყველასი და კარგი იქნება თუ უფრო აქტიური ნაბიჯები გადაიდგემბა", - აღნიშნა პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები