საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2024 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.8%-დან 5.7%-მდე გაზარდა. ამის შესახებ გუშინ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, სადაც სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში მიმდინარე ვიზიტი შეაჯამა. პროგნოზის გაუმჯობესების ერთ-ერთ ფაქტორად ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება დასახელდა. ვიზიტის ფარგლებში სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ იმ მთავარ პირობებზეც ისაუბრა, რომლის დაკმაყოფილებაც საქართველოს მთავრობას შეჩერებული პროგრამის აღსადგენად მოუწევს, მათ შორისაა ეროვნული ბანკის მმართველობის გაძლიერება. როგორია სავალუტო ფონდის რეკომენდაციები და შეფასებები?