მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"IMF-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ კვლევაზე საქართველოს რეაგირება უნდა ჰქონდეს"

5ab4fb36b556c
მეგი კავთუაშვილი
23.03.18 17:02
1316
EY Georgia –ს მმართველი პარტნიორი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სკანდალურ კვლევას აფასებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი ერთ-ერთ ყველაზე მაღალია მსოფლიოში. რუსლან ხუროშვილის განმარტებით, ეს ნეგატიური ინფორმაცია ქვეყნის იმიჯს ავნებს.

„ეს ნამდვილად არ არის დადებითი ინფორმაცია და მე ვთვლი, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს ამაზე რეაგირება. უფრო კარგად უნდა გაერკვეს ამ მდგომარეობაში და თუ შესაძლებელია, გამოცვალოს კვლევის შედეგები. მითუმეტეს, რომ ჩვენ გვქონდა ამის მაგალითი, Bloomberg-ის კვლევას ვგულისხმობ. შეიძლება ლოგიკური აზროვნებით მიხვიდე იქამდე რომ საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკა არის 50 %, მაგრამ შემდეგ სხვა რაღაცეებსაც შეხედო და თქვა, რომ ეს შეუძლებელია. შეუძლებელია საქართველოში კიდევ ერთი საქართველო არსებობდეს და ამბობდეს, რომ ჩვენ დღეს ვართ მდიდარი ქვეყანა; ამბობდეს რომ ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე არის არა 7 ათასი, არამედ 14 ათასი დოლარი, რაც ჩვენ სხვა რანგის ქვეყნების კატეგორიაში შეგვიყვანდა.“ - განაცხადა რუსლან ხუროშვილმა „ანალიტიკასთან“ საუბრისას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის გვერდზე გამოქვეყნებულ სამუშაო დოკუმენტს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების ღია გამოხმაურება ჯერ არ მოჰყოლია. ამ კვლევის თანახმად, იატაკქვეშა ეკონომიკით საქართველო უსწრებს მეზობელ სახელმწიფოებს. მისი წილი მშპ-სთან მიმართებაში 65%-ია და ამ მაჩვენებლით ზიმბამბვეს და ბოლივიას გვერდით დგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები