მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-ის წარმომადგენელი: ახალი რეგულაციები გულისხმობს კრედიტების ნაკლებ ზრდას

5c136ddd031b0
თელარა გელანტია
14.12.18 13:15
955
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის ფრანსუა პეშოს განცხადებით, საფინანსო სექტორის რეგულაციების მიზანი, რომელიც 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს, ჭარბი დავალიანების შემცირებაა.

ასე უპასუხა პეშომ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში კითხვას, საქართველოს საბანკო სექტორში კონკურენციის შეფასებას და იმ რეგულაციებს შეეხებოდა, რომელიც პირველი იანვრიდან საფინანსო სექტორზე გავრცელდება.

„თქვენი კითხვა პასუხისმგებლიან დაკრედიტებას ეხება. მივიჩნევთ, რომ რეგულაციის მიზანი სათანადოა. მისი მიზანი ჭარბი დავალიანების შემცირებაა, განსაკუთრებით მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც დაბალი შემოსავალი აქვს. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს კრედიტების ნაკლებ ზრდას, რასაც დროებით ნეგატიური გავლენა ექნება შიდა მოთხოვნის ზრდაზე. საერთო ჯამში, მივიჩნევთ, რომ ეს სათანადო პოლიტიკაა“, - აცხადებს პეშო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები