საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) წარმომადგენელი ფრანსუა პეჰშო 2019 წლის მაისიდან თანამდებობას დატოვებს.
IMF-ის თბილისის ოფისის ინფორმაციით, პეჰშოს ამ თანამდებობაზე სელიმ ჩაკერი შეცვლის.
ჩაკერი საქართველოში ივნისის მეორე ნახევარში ჩამოვა და უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება.
ფრანსუა პეჰშო საქართველოში 2016 წლიდან მუშაობდა. მან თავის დროზე ამ თანამდებობაზე აზიმ სადიკოვი ჩაანაცვლა.
ცნობისთვის: ფრანსუა პეჰშოს რომ სელიმ ჩაკერი ჩაანაცვლებდა, ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად 1tv.ge-მ გაავრცელა.

























