მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-ის წარმომადგენელი: ვფიქრობთ, რეფინანსირების ზრდამ ლარის კურსზე მოახდინა გავლენა

5e565b81f1b18
შოთა ტყეშელაშვილი
26.02.20 16:00
886
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა სელიმ ჩექირმა განაცხადა, რომ IMF-ის შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა "წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს." 

სელიმ ჩექირის განცხადებით, რეფინანსირების 9%-მდე გაზრდამ გავლენა ლარის გაცვლით კურსზეც მოახდინა. 

"ის, რაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გააკეთა, იყო მკვეთრად გაზრდილ ინფლაციაზე პასუხი და როგორც ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის მქონე ცენტრალურმა ბანკმა მათ გაზარდეს რეფინანსირების განაკვეთი. ჩვენი აზრით, ამან იქონია გავლენა და ლარში დეპოზიტები წაახალისა. ჩვენი შეფასებით, განაკვეთის ზრდა წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა როგორც ვთქვი, უნდა დაველოდოთ როდის შეამცირებს ის ინფლაციის მაჩვენებელს სამიზნე 3%-მდე. გაცვლითი კურსიც, ჩემი აზრით, პასუხობს ამ ცვლილებას,"- განაცხადა სელიმ ჩექირმა. 

25 თებერვლის ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7946 ლარს შეადგენს, რაც უკანასკნელი შვიდი თვის განმავლობაში ყველაზე მყარ გაცვლით კურსს წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები