“საქართველოში დაკრედიტება ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას და მის აქტივობას”, - ასე პასუხობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი bm.ge-ის კითხვას, „აქვთ თუ არა ქართულ ბანკებს დღეს შესაძლებლობა საპროცენტო განაკვეთები შეამცირონ და რამდენად ადეკვატური იყო ამ კუთხით ფინანსთა მინისტრის განცხადება. მერსედეს ვერა მარტინი ამბობს, რომ საქართველოში პრობლემად რჩება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მცირე მეწარმეებისთვის.
„კომპანიები მიუთითებენ რომ ეს არის შემაფერხებელი ბიზნესის ზრდისთვის. დაკრედიტებას თან ახლავს რისკი. ჩვენ უნდა შევამციროთ ეს რისკი. ბანკების მხრიდან საჭიროა რისკების სწორად შეფასება, მათ უნდა ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია როგორც პროექტებთან დაკავშირებულ რისკებზე ასევე ვალდებულებებზე. მცირე მეწარმეების მხრიდნა კი საჭიროა რომ იყოს დაზღვეული პროექტის მდგრადობა. საქართველოში საბანკო სექტორი მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაჩნდეს დაფინანსების ალტერნატიული წყარო. საშუალობადიან პერიოდში დაფინანსების ყველა ინსტრუმეტის განვითარება მნიშვნელოვანია, მათ შორის კაპიტალის ბაზარის და კორპორატიული ბონდების კუთხით”, - ამბობს მერსედეს ვერა მარტინი.

























