მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IMF-მა გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი კიდევ შეამცირა

5c4708d784e77
ლევან თაღიაშვილი
22.01.19 16:09
694
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 0.2%-ით ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უკვე მეორედ შეამცირა.

კვლევაში ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოები განაგრძობენ სავაჭრო ომს, პროგნოზის მაჩვენებელი კიდევ დაიწევს.

IMF-ის მიხედვით, ყველაზე დიდი რისკი ამერიკასა და ჩინეთს შორის არსებული "სავაჭრო ომი" და ბრიტანეთის ევროკავშირიდან შეთანხმების მიღწევის გარეშე გამოსვლაა.

"2-წლიანი სოლიდური ექსპანსიის შემდეგ, მსოფლიო ეკონომიკის ზრდა მოსალოდნელზე მეტად შემცირდა, რისკი მზარდია", - განაცხადა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე კრისტინა ლაგარდმა. 

IMF-ის ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება ჩინეთსა და მის ეკონომიკურ ზრდაზე გაამახვილა, რომელიც 1990 წლის შემდეგ ასეთი დაბალი არ ყოფილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები