მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"IMF-მა პროგრამა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის გაცნობის შემდეგ განაახლა"

5aaa8f28793c1
მარი როჭიკაშვილი
15.03.18 20:00
1977
"ავიღეთ ოთხ პუნქტიანი გეგმა და ვუთხარით სავალუტო ფონდს, ეს არის ის რისიც ჩვენ გვჯერა. თუ თქვენ გჯერათ, რომ ჩვენ ამას გავაკეტებთ, მაშინ მოდით ვიყოთ პარტნიორები. თუ არ გჯერათ მაშინ თქვენ თქვენი გზა გაქვთ, ჩვენ ჩვენი, რადგან ეს არის ის, რისიც ჩვენ გვჯერა. საერთაშორსო სავალუტო ფონდმა თქვა, რომ ის რაც თქვენ მოგიფიქრებიათ კარგია, არ არის ცუდი", – ამის შესახებ ვიცე–პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საჯარო ლექციაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ის რომ მათი ხედვა წარმატებული გამოდგა, ამის დასტურია ფონდის მიერ ორი კვირის წინ გამოაქვეყნებული საგადასახადო რეფორმების შეფასება, რომლის მიხედვითაც საქართველო მოხვდა მსოფლიო 5–ეულში როგორც წარმატებული საგადასახადო რეფორმების გამტარებელი ქვეყანა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსთან პროგრამა 2017 წლის დასაწყისში განაახლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები