მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF: საფინანსო რეგულაციები მოკლევადიან პერსპექტივაში ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება

5bf2dd10cd5dc
სალომე მეცხვარიშვილი
20.11.18 09:20
812
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო აცხადებს, რომ საფინანსო სექტორის ახალი რეგულაციების მიზნები გონივრულია.
მისი თქმით, საფინანსო სექტორის რეგულაციებს მოკლევადიან პერიოდში უარყოფითი ეფექტი ექნება ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა, საშუალოვადიან პერიოდში ზრდა უფრო სტაბილური, მდგრადი და მაღალი იქნება.

მისი თქმით, ახალი რეგულაციების მიზნებია ჭარბვალიანობის შემცირება, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის და შემოსავლებსა და გადასახდელებს შორის სავალუტო შეუსაბამობის შემცირება. მისი განმარტებით, ეს ის შემთხვევებია როცა ადამიანის შემოსავალი ლარშია, ხოლო გადასახდელები კი დოლარში.

“კრედიტის გაცემაზე შეზღუდვების დაწესება, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ მოკლევადიან პერიოდში ეკონომიკაში მოთხოვნა შემცირდება და დროებით ეკონომიკის ზრდაზეც უარყოფითად აისახება. მაგრამ, ეს დროებითია. საშუალოვადიან პერიოდში, ჭარბვალიანობას თავიდან რომ ავიცილებთ, ზრდა უფრო სტაბილური, მდგრადი და მაღალი იქნება.

რეგულაციის ძალაში შესვლამდე ჩვენ მოვუწოდებთ საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს და ხელისუფლებას განაგრძონ დიალოგი რეგულაციის დებულებებზე” - განაცხადა პეშომ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები