მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF საქართველოს 3 მთავარ გამოწვევას ასახელებს

5adf3c4eaa281
BM.GE
24.04.18 18:16
1373
"ინფრასტრუქტურა, ქვეყნის კონკურენტუნარიანობა და განათლება საქართველოს ძირითადი გამოწვევებია“,- ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა bm.ge-სთან საუბრისას განაცხადა.

„ეს არის ძირითადი ბარიერები ინკლუზიური ზრდისთვის. ეკონომიკამ უნდა შექმნას სამუშაო ადგილები, რათა ყველა მოქალაქემ იგრძნოს განვითარების შედეგი“, - ამბობს მერსედეს ვერა მარტინი. მისივე თქმით, საქართველოში უნდა გაუმჯობესდეს განათლების ხარისხი.

საქართველოში განათლების ხარისხი გასაუმჯობესებელია. ასევე უნდა განვითარდეს მასწავლებლების უნარები. გჭირდებათ სკოლების ადაპტირება. ჩვენ ვხედავთ რომ იმ სექტორებში, სადაც მაღალია უმუშევრობა, ადამიანების უმეტესობას აქვს უმაღლესი განათლება. ეს ამტკიცებს რომ ადამიანები ამთავრებენ უნივერსიტეტებს მაგრამ ვერ პასუხობენ ბაზრის მოთხოვნებს“, - ამბობს IMF-ის მისიის ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები