მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივაზე: "საჭიროა, გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა"

5c134fef258e3
თელარა გელანტია
14.12.18 11:10
714
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის ფრანსუა პეშოს განცხადებით, „საჭიროა, გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რაც ქვეყანას დაიცავს შესაძლო უარყოფითი საგარეო შოკებისგან“.

ასე უპასუხა პეშომ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში კითხვას, რომელიც რეგიონის და საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივას შეეხებოდა.

„რეგიონში მატულობს ეკონომიკური აქტივობა 2014-2016 წლებში ზრდის ტემპის შესუსტების შემდეგ. 2018-2019 წლებში რეგიონის ეკონომიკები 4%-ით გაიზრდება. საქართველოში ჩვენ ველოდებით 5%-იან ზრდას 2018 წელს, ხოლო 2019 წელს კი 4.6%-იან ზრდას,რაც ეტაპობრივად გაიზრდება და 5.2%-ს მიაღწევს შემდეგ პერიოდში. საერთაშორისო ვაჭრობასა და გეოპოლიტიკაზე მოქმედი რისკები გაიზარდა, გლობალური ხელმისაწვდომობა ფინანსებზე შედარებით შეზღუდულია და აქტივების ფასები გაზრდილია. საჭიროა გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რაც ქვეყანას დაიცავს შესაძლო უარყოფითი საგარეო შოკებისგან. დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად ვხედავთ რეგიონში ეკონომიკის ზრდას, ეს არ არის საკმარისი. არსებული ზრდის ტემპით, რეგიონში ცხოვრების სტანდარტი აღმოსავლეთ ევროპის ცხოვრების დონეს მხოლოდ შემდეგი 20 წლის შემდეგ მიუახლოვდება. ცხოვრების მაღალი სტანდარტის მიღწევა მხოლოდ სტრუქტურული რეფორმების განხორცილებით შეიძლება, რაც კერძო სექტორს საშუალებას მისცემს თავისი ზრდის პოტენციალის რეალიზება მოახდინოს“, - განაცხადა პეშომ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები