"საქართველოს ეკონომიკური ზრდა დაჩქარებულია“, - განაცხადა ანალიტიკასთან ინტერვიუში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა ფრანსუა პეშომ. მისი თქმით, ამის მიზეზია უკეთესი მდგომარეობა სამეზობლოში და მეორე მხრივ - ძალისხმევა რომელიც მიმართულია სტრუქტურული სისუსტეების აღმოფხვრისკენ.
"ჩვენი პროგნოზის მიხედვით, ძირითადი რისკები ისევ გარედან მომდინარეობს: მაგალითად და ეს რისკია - გლობალურად შენელებული ეკონომიკა, ძლიერი ამერიკული დოლარი, რასაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს პატარა ღია ეკონომიკაზე, როგორიც საქართველოა.
რისკების შემცირება ნაწილობრივ შესაძლებელია: პირველ რიგში, სტრუქტურული რეფორმების იმპლემენტაციით. ასევე მნიშვნელოვანია მცურავი გაცვლითი კურსის შენარჩუნება",- ამბობს ფრანსუა პეშო.

























